„ალიანტე 2010“–ის საერთაშორისო ფინალი საქართველოში ჩატარდა. 2010 წლის 28 ივნისს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო ფინალი საზეიმოდ გახსნა კონკურსის ეროვნული კოორდინატორი ორგანიზაციის „ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე ცვარიანმა. “ალიანტე 2010”-ის ფინალის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის სამეფოს საელჩოს ატაშე ბ–ნ ფერნანდო უზკიანო კამინო, აშშ–ს სომხეთის, აზერბაიჯანისა და ლატვიის სამხედრო ატაშეები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენლები.