„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”ერთ-ერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. იგი დაარსდა რამოდენიმე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიციის მიერ, 2003 წლის 10 ნომბერს.
 
დაარსების დღიდან ორგანიზაცია “ახალი თაობა – ახალი ინიციატივას” საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტებია:
  • არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ხელშეწყობა;
  • ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდობის სამოქალაქო პროცესებში აქტიური ჩართვა.
“ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ახორციელებს არჩევნების მონიტორინგს 2003 წლიდან. ამ დროიდან მოყოლებული, ორგანიზაცია დააკვირდა საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებს. („ახალი თაობა– ახალი ინიციატივას“ ჰყავს ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია).
“ახალი თაობა - ახალი ინციატივა” ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროექტებს არჩევნების შესახებ, ეწევა საკანონმდებლო საქმიანობას და აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან.
 
„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სისტემატურად ახორციელებს საინფორმაციო და საგანმანათლებლო პროექტებს ნატოსა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შესახებ ჩრდილო ატლანტიკურ და ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში.
 
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ შეიმუშავებს ინოვაციურ მეთოდებსა და პროგრამებს, რათა უზრუნველყოს ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა როგორც რეგიონალურ, ასევე ნაციონალურსა და საერთაშორისო დონეებზე. საკუთარი რეგიონალური ქსელის მეშვეობით ორგანიზაცია ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა თემებზე, ხელს უწყობს ახალგაზრდების მოტივირებას, მოქალაქეების არაფორმალურ განათლებას და ა.შ.
 
საერთაშორისო პროექტების ჩატარება ხელს უწყობს საქართველოსა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების საზოგადოების აქტიურ თანამშრომლობას, ასევე მათ შორის გამოცდილების გაზიარებას, რაც თავისმხრივ დაეხმარება საქართველოს შესახებ ადეკვატური სურათის ჩამოყალიბებას საერთაშორისო მასშტაბით.
 
არჩევნები
 
nGnI 2003 წლის ნოემბრიდან ახორციელებს არჩევნებზე დაკვირვებას, რაც მოიცავს წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და მის შემდგომ პერიოდებს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. nGnI საშუალოდ 2000 კაციანი სადამკვირვებელო მისიით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე (ამოღებულ) არჩევნებს. ყოველი არჩევნების შემდეგ nGnI ახდენს არჩევნების შეფასებას და იძლევა კონკრეტულ რეკომენდაციებს საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.
 
ბოლო სამ საერთო არჩევნებზე nGnI-m, აშშ საელჩოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით ხმების პარალელური დათვლა (PVT) და ამომრჩევლის ნაკადის დათვლა (PTT) განახორციელა. ჩვენს მიეr PVT და PTT უპრეცეnდენტოდ გამჭვირვალედ ჩატარდა. პროცესის დასაკვირვებლად მოწვეული იყვნენ არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია არჩევნების შედეგების მაქსიმალურად მოკლე ვადებში – კენჭისყრის დასრულებიდან რამოდენიმე საათში, ყველაზე ზუსტ და სანდო შედეგებს იძლევა. აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგია შედეგების დოკუმენტურად გადამოწმებასაც გულისხმობს.
 
არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებისათვის უმნიშვნელოვანესია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება და მისი მoნიტორინგი. სწორედ nGnI–ს მიერ გადამოწმდა 100.000 ამომრჩეველი - “კარდაკარ მეთოდით”, რომლის საფუძველზეც სიების ობიექტური შეფასება და რეკომენდაციები გაკეთდა.
ამომრჩევლელთა საგანმანათლებლო პროგრამებს nGnI განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ახალგაზრდა და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებით დასახლებული რეგიონების ამომრჩევლებზე. ამომრჩევლebთან ურთიერთობის მეთოდი ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური იყო. ზოგიერთი წარმატებული პროექტი, მაგალითად “ჩემი პირველი არჩევნები”, როგორც წარმატებული მოდელი, სხვა ორგანიზაციებმაც გაიზიარეს, რაც თავისთავად მისასალმებელია.
 
nGnI–ს მიერ განხორციელებულ ამომრჩეველთა განათლებისა და ინფორმირების პროექტებში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ აშშ-s ელჩი - ბატონი ჯონ ტეფტი, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი - ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “მილანის” ფეხბურთელი კახა კალაძე, პოპულარული მსახიობები დუტა სხირტლაძე და ლევან დობორჯგინიძე, ცნობილი ჟურნალისტები: გიორგი თარგამაძე, ანუკა ქინქლაძე, ვაკო ავალიანი, კოკა ყანდიაშვილი, მოდელები და სხვა ცნობილი ადამიანები. nGnI–ს ყველა საარჩევნო პროექტში მხარს უჭერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი.
 
წარმატებული იყო nGnI–ს დამოუკიდებელი საკანონმდებლო საქმიანობაც. კერძოდ, სწორედ nGnI–ს მიერ პარლამენტისათვის შეთავაზებული წინადადებების საფუძველზე გამარტივდა კენჭისყრის პროცედურები, უზრუნველყოფილ იქნა კენჭისყრის ფარულობა, ასევე დაემატა ფალსიფიკაციისგან დამცავი მექანიზმები. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარდგენილი კონკრეტული ინიციატივების შემდეგ გაცილებით იოლი გახდა ამომრჩეველთა სიების მონიტირონგი. საარჩევნო კოდექსში მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებების მიხედავად nGnI კვლავ აქტიურად განაგძობს მუშაობას საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მისაახლოებლად.
 
nGnI მონაწილეობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. nGnI–ს წარმომადგენლები, როგორც გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვრივებლები რამოდენიმეჯერ იყვნენ ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის (OSCE / ODIHR) წევრები.
 
nGnI არის წარმოდგენილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასა და ყველა იმ სამუშაო ჯგუფში, რომლის ამოცანა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაა. ჩვენ ვმონაწილეობთ ტექნიკურ მუშა ჯგუფში (TWG), გვაქვს საქმიანი ურთიერთობა ვენეციის კომისიის, ეუთოს, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსa და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
 
ნატო / უსაფრთხოება
 
nGnI დაარსებიდან აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ სწორი და ზუსტი ინფორმაცია შეიძლება იყოს მოსახლეობაში ობიექტური მოლოდინის გაჩენის საფუძველი.
 
ნატოს შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, nGnI–მ, ნატოს სათაო ოფისის, ლატვიის, ლიტვის, აშშ–სა და ბულგარეთის საელჩოების მხარდაჭერით განახორციელა რამოდენიმე ფართო მასშტაბიანი კამპანია.
 
პროექტ “შემდეგი გაჩერება ნატოს” ფარგლებში 2006 წელს საქართველოს რვა რეგიონში ოცამდე შეხვედრა გაიმართა, რომელთა მიზანს საზოგადოების ნატოს შესახებ ინფორმირება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში, მრავალფეროვანი მეთოდოლოგიით ათასობით მოქალაქეს მიეწოდა ინფორმირმაცია ნატო – საქართველოს ურთიერთობის შესახებ.
 
2007 წელს საქართველოს თერთმეტ ქალაქსა და რაიონში გაიხსნა “ნატოს კუთხეები”. სადაც განთავსდა ქართულ ენაზე არსებული, nGnI– სა და სხვა ორგანიზაციების მიერ ნატოს შესახებ გამოცემული ლიტერატურა, გაიმართა ათეულობით შეხვედრა, გამოიცა კრებული “ნატო – საწყისები, პერსპექტივები, რეალობა” და გავრცელდა ათასობით სხვადასხვა საინფორმაციო მასალა.
 
2008 წელს, საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროების ხელშეწყობით 30 000 ტირაჟით გამოიცა წიგნი “ნატო და საქართველოს უსაფრთხოება” (ავტორები სოსო ცინცაძე და ულდის უმულისი), რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელდა ყველა სკოლაში. ეს წიგნი წარმოადგენს ნატოს შესახებ ე.წ. კლასგარეშე, დამხმარე სახელმძვანელოს. გარდა ამისა, ჩატარდა ათამდე შეხვედრა სხვადასხვა რეგიონის რამოდენიმე ასეულ პედაგოგთან.
 
2008 წელს ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, ლატვიის ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციათან (LATO) და ნატო–ს საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა ახალციხის საერთაშორისო უსაბრთხოლების სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონირ უცხოელმა ექსპერტებმა: პაველ ფელგენჰაუერმა, სეგეი კანაპლიოვმა, ვლადიმერ სოკორმა და სხვებმა.
 
nGnI აქტურად თანამშრომლობს ლატვიის ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, ლიტვის ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, იაგელო 2000 - ჩეხური ევროატლანტიკური თანამშრომლობის ასოციაციასთან, საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ და სხვა ორგანიზაციებთან.
 
nGnI წარმოდგენილია უშიშროების საბჭოსთან, ევროატლანტიკური ინტეგრაიის საკითხებში სახლმწიფო მინისტრის აპარატთან, საზოგადოებრივი ინფორმირების სტრატეგიაზე მომუშავე არასამთავრობო სამუშაო ჯგუფში DSMEN (უსაბრთხოების, თავდაცვისა და მედიის ექსპერტთა ქსელი), თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამოქალაქო საბჭოებში.
 
nGnI – ს მიერ, ლატვიის მთავრობის ხელშეწყობით, 2008 წლის ნოემბერში მომზადდა პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომზე -“საქართველო ცეცხლში” ინგლისურ და რუსულ ენებზე, რომელიც გავრცელდა DVD-ს სახით და ასევე განთავსდა საიტზე www.georgiainflames.com. ფილმი ათეულათასობით უცხოელმა ნახა.
 
ახალგაზრდობა
 
ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული ინიციატივების ხელშეწყობა nGnI–ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
 
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსa და აშშ–ს საელჩოს ხელშეწყობით - ახალგაზრდების ინფორმირებისა და მათი სამოქალაქო აქტიურობის გაზრდის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით სისტემატიურად ტარდება “ახალგაზრდული შეხვედრები”. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გაიმართა სამოცზე მეტი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1000–ზე მეტმა ახალგაზრდამ. შეხვედრების თემატიკა ყოველთვის განსხვავებულია და იგი ათეულობით ახალგაზრდის სამოქალაქო აქტიობის დაწყების ან განვითარების საფუძველი გახდა.
 
განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა 2009 წელს ორგანიზებული პროექტი “ახალგაზრდული საკრებულოები”, რომელიც განხორციელდა nGnI–ს მიერ, საქართველოში აშშ–ის საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში თელავის, მარნეულისა და ახალციხის რაიონის ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკრებულოების სტატუსსა და საქმიანობას, მიეღოთ ინფორმაცია საკუთარი უფლებებიs შესახებ და აქტიურად ჩართულიყვნენ მუნიციპალიტეტის მუშაობის პროცესში. პროექტის ფარგლებში ჯგუფის წევრების ათამდე ინიციატივა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წახალისებულ და მხარდაჭერილ იქნა. აშშ–ს საელჩოში გამართულ სპეციალურ მიღებაზე აშშ–ს ელჩმა საქართველოში ბატონმა ჯონ ბასმა პროექტის მონაწილეები პირადად დააჯილდოვა სიგელებით.
 
nGnI არის საერთაშორისო კონკურსს “ალიანტეს” ეროვნული კოორდინატორი. კონკურსი “ალიანტე” ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილების მიერ მხარდაჭერილი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტია, რომლის ფარგლებშიც, ახალგაზრდები წარმოაჩენენ საკუთარ ცოდნას ნატოს, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში. ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან საერთაშორისო ფინალში. საქართველო კონკურსს 2008 წელს შეუერთა და სწორედ საქართველოდან დაფიქსირდა მონაწილეთა მაქსიმალური, რეკორდული რაოდენობა 2008–2009 წლებში. ამ წლებში საერთაშორისო ფინალის გამარჯვებულები, სხვებთან ერთად ქართველი მონაწილეებიც გახდნენ. კონკურსის 10 წლის ისტორიის მანძილზე 2010 წელს კონკურსის საერთაშორისო ფინალი პირველად ჩატარდება საქართველოში (ნატოს არა წევრ ქვეყანაში), საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე, სადაც საქართველოს ეწვევა 100-მდე უცხოელი ახალგაზრდა.
 
nGnI–მ ხელი შეუწყო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური თვითმმართველობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
 
nGnI სხვა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალგაზრდობის შესახებ კანონის შემუშავებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ევროპულ ქვეყნებში არსებული პოზიტიური გამოცდილება. nGnI აქტიურად არის ჩართული ამ თემატიკაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფებში.
 
2008 წლის ახალგაზრდა ევროპელის ტიტული მიენიჭა nGnI–ს თავმჯდომარის მოადგილეს – თამარ კეკენაძეს, ევროპული ღირებულებების გავრცელებაში შეტანალი წვლილისათვის. გერმანული ფონდის – ჰაინც შვარცკოფ სტიფტუნგის, ევროკავშირსა და ევროპარლამენტის მიერ, აღნიშნული ტიტული, ევროპის მასშტაბით წელიწადში ერთ ახალგაზრდას გადაეცემა.
 
პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა
 
nGnI აქტიურად თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან არჩევნების, ნატოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და პარტმშენებლობის საკითხებზე.
 
nGnI–ს მიერ ნატოს შესახებ გამოცემულ პროდუქციაში გამოქვეყნებულია რეიტინგული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსაზრებები.
დაარსებიდან დღემდე სისტემატიურად ტარდება ტრეინინგები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის. ჯამში ოცამდე პარტიის რამოდენიმე ასეულ წევრს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრეინინგ – სემინარებში. ასევე სისტემატიური ხასიათისაა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ჩატარებული ტრეინინგები.
 
nGnI–სა და ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ წარმატებით განხორcიელდა პროექტები “ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა” და “პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიური სკოლა”, სადაც 14 პოლიტიკური პარტიის თბილისისა და რეგიონების წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. პროექტი მხარდაჭერილი იქნა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. ამგვარი პროექტები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.
 
საგულისხმოა, რომ nGnI–ს ორგანიზებით, ორგანიზაცია ბალტიისa და შავი ზღვის ალიანსთან პარტნიორობით, 2009 წლის მარტში - რიგაში ჩატარდა პროექტი საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. მასში წამყვანი ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ – ევროატლანტიკური ინტეგრაcიის საკითხებში სახლმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, “ალიანსის” ლიდერი ირაკლი ალასანია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე, ჟურნალისტი ლაშა ტუღუში და ექსპერტი ალექსანდე რონდელი.
 
ახალი თოაბა - ახალი ინიციატივის პარტნიორი ორგანიზაციები:
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისია, ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაცია, საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ, ლიტვის ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაცია, ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსიტიტუტი, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო ცენტრი.
 
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს მისია, ლიტვის თავდაცვის სამინისტრო, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საზოგადოებრივი დიპლომატიის განყოფილება, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ევრაზიის ფონდი, ბულგარეთის საელჩო საქართველოში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის საელჩო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მისია საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო,ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, გერმანიის მარშალ ფონდი, სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.