მიიღე მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსს „ალიანტე“ – ში, ეს შენი შანსია! გამოავლინო ცოდნა ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებში, მოიგე ეროვნული კონკურსი და მიიღე მონაწილეობა საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე გამართულ საერთაშორისო ფინალში, გახდი გამარჯვებული 13 ქვეყნის მონაწილეთა შორის ! ასახელე საქართველო და მოიგე დაუვიწყარი მოგზაურობა პოლონეთში.

კონკურსი გათვალისწინებულია საშუალო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების, 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის. პროექტის თანახმად, ორი პიროვნება ქმნის ერთ გუნდს (შეგიძლიათ, ჯგუფი შექმნათ კლასელებისგან, მეგობრებისგან ან ამხანგებისგან სხვა სასწავლებლიდან), გუნდში შესაძლებელია სათადარიგო წევრის ყოლა, იმ შემთხვევისთვის, თუ საჭირო გახდება გუნდის ძირითადი წევრის შეცვლა. თუმცა, სათადარიგო წევრის ყოლა სავალდებულო არ არის.

თითოეულ გუნდს უნდა ჰქონდეს საკუთარი ელ.ფოსტა და ყველა მონაწილეს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე ურთიერთობა, ინგლისური ენის ცოდნა ფინალამდე შემოწმდება.

დაარეგისტრირეთ თქვენი გუნდი შემდეგ ვებ-გვერდზე:

www.project-aliante.org

 

კონკურსის პირველი რაუნდი იწყება 2010 წლის 22 თებერვალს, შეკითხვებზე გაცემის ბოლო ვადაა 2010 წლის 21 მარტი, 23:59 სთ.

კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვებით გთხოვთ, დაუკავშირდეთ კოორდინატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

“ახალი თაობა–ახალი ინიციატივა”

რ. თაბუკაშვილის #17,თბილისი, 0108, საქართველო.

ტელ: +(995 32) 98 22 82; 99 01 70;ელ–ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს  

საერთაშორისო კორდინატორი: www.project-aliante.org

ეროვნული კოორდინატორი: www.ngni.net

საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ: www.natoinfo.ge