ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა
“ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” და "ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტი" აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდა პოლიტიკოს ლიდერთა სკოლა”.
პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდა ლიდერების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში კვალიფიციური ტრენერები და ლექტორები ატარებენ სემინარებს და ტრენინგებს – თემებზე :
- • პოლიტიკის ძირითადი არსი, პოლიტიკური პარტიები;
- • პარტმშენებლობა და პოლიტიკური მარკეტინგი;
- • ადგილობრივი თვითმმართველობიის სტატუსი, საქმიანობის მოდელი;
- • მოქალაქის უფლებები და შესაძლებლობები;
- • საარჩევნო სისტემა;
- • პარტია არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა;
- • მედია და არჩევნები;
- • კამერასთან მუშაობის წესები.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ 23-25 მდე ახალგაზრდას - პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და სტუდენტებს.
პროექტის ბოლოს ყველა მონაწილე ჯილდოვდება სერტიფიკატებით.











