ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურა
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“–მ მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ კონსულტაციებში, სადაც განიხილულ იქნა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატთა საკითხი.
„ახალი თაობა – ახალი ინიციატივის“ კანდიდატია ოთარ სიჭინავა - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. ორგანიზაციის მიერ წარდგენილი კანდიდატის შერჩევის ძირითადი პრინციპებია: სამართლიანობა, პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. მისი განვლილი საქმიანობა ამის თვალსაჩინო მაგალითია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დასახელებული კანდიდატი ოთარ სიჭინავა, პრეზიდენტმა სამ შესაძლო კანდიდატში დაასახელა.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთს ცესკოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. სასურველ კანდიდატს ხმა
ცესკოში წარმოდგენილი 6 ოპოზიციური პარტიის წევრებიდან ოთხმა მაინც უნდა მისცეს.











